ქობულეთის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

ქობულეთის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

ტელევიზიებით გავრცელებული პატიმრების წამების კადრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“  ადმინისტრაციის წარმომადგენელები აქტივისტები, მოძრაობას მასობრივად ტოვებენ.  კოლაიციია „ქართული ოცნების“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანზორ თხილაიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ამის შესახებ განცხადება გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა მალხაზ ბაუჟაძემ ქობულეთის N 48-ე საარჩევნო უბნის კოორდინატორისა და ხუცუბნის თემის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის პოსტები ერთდროულად დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 

„პატიმართა წამების კადრების ნახვის შემდეგ, გავაკეთე ადეკვატური ნაბიჯი და დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“.ვუერთდები „ქართულ ოცნებას“. ძალიან ცუდი მოვლენების წინაშე ვდგავართ დღეს მთელი საქართველო“,-განაცხადა ბაუჟაძემ