მიკ ჯაგერის ქალიშვილი Just Cavalli-ის მუზა გახდა(VIDEO)

მიკ ჯაგერის ქალიშვილი Just Cavalli-ის მუზა გახდა(VIDEO)

ლეგენდარული The Rolling Stones-ს  სოლისტის მიკ ჯაგერისა და სუპერმოდელი ჯერი ჰოლის ქალიშვილი,  ჯორჯია მეი ჯაგერი ახალი არომატის Just Cavalli-ის მუზა გახდა.

გოგონამ  16 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი უმსხვილეს სამოდელო სააგენტო Independent Models-თან. 2009 წელს მან მიიღო British Fashion Awards-ის პრემია ნომინაციაში „წლის მოდელი“, 2012 წელს კი მან ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამართულ დეფილეში, მონაწილეობა  ქეით მოსსა და ნაომი კემბელთან ერთად  მიიღო.

ცნობილი დიზაინერი რობერტო კავალიმ ახალ პარფუმს ასეთ კომენტარს უკეთებს, - Just Cavalli ეს არის სექსუალური, მიმზიდველი  ბრენდის ახალი ნათელი კოლექცია. ის შექმნილია ახალგაზრდებისთვის, ყველასთვის ვისაც სურს იყოს მოდის თანამედროვე  ტენდენციის მიმდევარი. Just Cavalli  ჩემი პირველი  არომატია, მასზე ბევრი ვიმუშავე და ეს ჩემთვის დიდი პატივია.“ -ამბობს დიზაინერი და  დასძენს, რომ მეა ამ ყველაფერს საკუთარ თავში აერთიანებს.“

მეი ახალი არომატის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში უკვე გადაიღეს, ის სატელევიზიო ვიდეოროლიკის მთავარი გმირი გახდა, რეკლამის  რეჟისორია იოჰანს აკერლუნდი.

რაც შეეხება, ფოტოებს, ის  ლეგენდარულ მარიო სორეტის ეკუთვნის.