ქსნის კოლონიაში პატიმრებს ფეხებით კიდებდნენ, წყალში აყვინთებდნენ და დენის შოკით აწამებდნენ

ქსნის კოლონიაში პატიმრებს ფეხებით კიდებდნენ, წყალში აყვინთებდნენ და დენის შოკით აწამებდნენ

ქსნის კოლონიის პატიმრების განცხადებით, ციხის ხელმძღვანელების მიერ  წამება, ცემა, შეურაცხყოფა და ჩამოხრჩობის მუქარა და ვიდეოფირზე აღბეჭდვა მათვისაც ისეთივე ნაცნობია, როგორც ეს გლდანის #8 საპყრობილეში ხდებოდა.

ეს ინფორმაცია ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულების პატიმარმა ალან ტუაევმა მე-9 არხს ტელეფონით მიაწოდა.

„ჩვენთანაც არის მრავალი ადამიანი, რომელიც ნაგვემი და ნაცემია, მე მაგალითად საკანში მყავს ადამიანები, რომლებიც არანაკლებ და უფრო მძიმედაც არიან ნაწამები-კახა სიხარულიძე, გიორგი გოზალიშვილი, ბადრი კაკიაშვილი . პატიმრების ცემასა და წამებაში ჩართული არის მთელი ადმინისტრაცია. ადმინისტრაციაში არის ოთახი, სადაც პატიმრებს აწამებდნენ, ფეხებით კიდებდნენ, წყალში აყვინთებდნენ და დენის შოკებით აწამებდნენ ავადმყოფ პატიმარს, კახა სიხარულიძეს, რომელსაც ორი კვირის წინ ჰქონდა ნაღველის ოპერაცია გაკეთებული“,-აცხადებს პატიმარი ტუაევი.