ეკა ბესელია: სააკაშვილს სად სცალია პალიასტომისთვის, მერე  პატიმრები ვინ აწამოს

ეკა ბესელია: სააკაშვილს სად სცალია პალიასტომისთვის, მერე პატიმრები ვინ აწამოს

"ქართული ოცნების“  ახალგაზრდულმა  ორგანიზაციამ  და ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს პალიასტომის  ტბისა და მდინარე კაპარჭინას ეკოლოგიურად კატასტროფული მდგომარეობა.

  ტბის ტერიტორია  მოინახულეს ფოთში სტუმრად მყოფმა საზოგადო მოღვაწეებმაც.ბესელიას განცხადებით, არც სააკაშვილს და არც ადგილობრივ ხელისუფლებას ფოთისთვის არ სცალიათ.

„ჩვენ დავათვალიერეთ როგორ არის დაბინძურებული პალიასტომის ტბა, მთელი ნარჩენი ჩაედინება ამ ტბაში. დაბინძურებული და დაჭაობებულია ასევე უნიკალური მდინარე კაპარჭინა, რომელიც იქვე მთავრდება, სადაც იწყება. სააკაშვილს სად სცალია ამ ყველაფრისთვის, პატიმრები მერე ვინ აწამოს. მაგრამ, არც ადგილობრივ ხელისუფლებას სცალია ამისთვის. ჩვენ უპირველეს მოვალეობას სწორედ ფოთის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადარჩენა წარმოადგენს. შექმნილია სპეციალური პროექტი, რომლის ამოქმედებაც ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი“,-განაცხადა ბესელიამ.