„ქართულმა დასმა“ 73 საარჩევნო ოლქიდან 72-ში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების

„ქართულმა დასმა“ 73 საარჩევნო ოლქიდან 72-ში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა

"ქართულმა დასმა" საარჩევნოდ 73 საარჩევნო ოლქიდან 72-ში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხდა „ქართულ დასს" ეყოლება ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში და ეს თავად იქნება.

მისი თქმით, ქვეყანას კრიმინალური ბანდა მართავს, რომელიც ყველაზე მძიმე დანაშაულშია მხილებული და რომელმაც შესაძლოა, დესტაბილიზაციის იმიტიაციაც კი მოაწყოს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

„ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი კოლეგების ნაწილს ჩვენს მიმართ კონკურენციის განცდა აქვს, ჩვენ გვინდა ეს მოვუხსნათ. ამიტომ 73 ოლქიდან 72 ოლქში ვხსნით ჩვენს კანდიდატურას ქართული ოცნების სასარგებლოდ", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ და თავის აქტივისტებს, მოუწოდა რომ ამ 72 ოლქში "ქართულ ოცნებას" დაეხმარონ.

მისი თქმით, მღელვარება და აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი,

„უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და სწორედ არჩევნებით უნდა ჩამოვაშოროთ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესები და კანონი უნდა იყოს ულმობელი ყველა დამნაშავის მიმართ.

„პასუხი უნდა აგოს დიმიტრი შაშკინმაც, რადგან მისი მინისტრობის დროსაც ხდებოდა პატიმრების წამება. ამ პროცესებშია ასევე დამნაშავე ვანო მერაბიშვილი, პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო“, - დასძინა მან.