ჟურნალი Billboard-ის ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა მუსიკოსებს რეიტინგში ჯასტინ ბიბერი უკვე მეორე წელია ლიდერობს (VIDEO)

ჟურნალი Billboard-ის ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა მუსიკოსებს რეიტინგში ჯასტინ ბიბერი უკვე მეორე წელია ლიდერობს (VIDEO)

ამერიკული ჟურნალი „Billboard“-ის მერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, სადაც  21 წლამდე ყველაზე გავლენიან  21 არტისტის სიაა მოცემული.

რეიტინგის ლიდერ პოზიციას, კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი ინარჩუნებს და ისევე როგორც შარშან, ის სიაში პირველია.

მეორე ადგილზეა ბრიტანული ბენდი „One Direction“, რომლის წევრების ასაკიც 18-დან 20 წლამდეა. ეს იყო პირველი ბრიტანული ჯგუფი, რომელმაც ამერიკული ჩარტები სადებიუტო ალბომით დაიპყრეს. Billboard-ის გასული წლის რეიტინგში ჯგუფი „One Direction“ მხოლოდ მე-19-ე ადგილზე იყო.

რეიტინგში, შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ, ის გასულ წელს მეშვიდე პოზიციაზე იყო, წელს კი ლიდეთა  სამეულში შევიდა.

რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ აგრეთვე მაკ მილერი, სელენა გომესი, პორტერ რობინსონი, შერ ლოიდი, ერლ სვიტშირტი და ნიკ ჯონასი.