როლანდ ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს გმობს

როლანდ ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს გმობს

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და გმობს მას.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ  Facebook-ზე აღნიშნა.

„აღშფოთებული ვარ და ვგმობ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს“, - ნათქვამია როლანდ ახალაიას გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ქართულ ტელე-სივრცესა და სოციალურ ქსელებში გლდანის #8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება, რომელთა მთავარი მოთხოვნა როლანდ ახალაიას შვილის, შს მინისტრ ბაჩო ახალიას გადადგომაა.