პოპის მეფის, მაიკლ ჯეკსონის უძრავი ქონება მისი ნათესავებისთვის დღემდე შემოსავლის წყაროა. ორი წლის მანძილზე ჰეივენჰერსტის მამულმა მომღერლის მემკვიდრეებს 130 მილიონი დოლარი მოუტანა.
მაიკლის დედამ, კეტრინმა, მისმა შვილებმა და მომსახურე პერსონალმა უკვე მიიღეს პირველი 30 მილიონი. ჟურნალისტებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კეტრინმა გადაწყვიტა, გაყიდოს სახელგანთქმული მამული ენსინო, სადაც მომღერალმა ბავშვობა და ყრმობა გაატარა.
აღებული ფულით კეტრინს სურს, თავის შვილიშვილებს - მაიკლის შვილებს- პერის, პრინსსა და მაიკლ-ჯოზეფ უმცროსს - ახალი სახლი უყიდოს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ენსინო 4,15 მილიონ დოლარად შეაფასეს. პოპის მეფის გარდაცვალების დღიდან კეტრინი და მაიკლის შვილები მაიკლის სახლში, კალიფორნიაში, კალაბასასეში ცხოვრობდნენ. ეს სახლიც იყიდება და მისი ფასი 10 მილიონი დოლარია. უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი აგრეთვე მაიკლ ჯეკსონის მუსიკალური კატალოგის დაფინანსებას მოხმარდება.