ვასილ ჭყოიძე: აშშ-ის სენატის დელეგაციას საქართველოსთან მიმართებაში დიდი დამსახურება აქვს

ვასილ ჭყოიძე: აშშ-ის სენატის დელეგაციას საქართველოსთან მიმართებაში დიდი დამსახურება აქვს

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ვასილ ჭყოიძე  საქართველოში ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით,  აშშ-ის დელეგაციის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს.

ჭყოიძის განცხადებით, დელეგაციის თითოეულ წევრს საქართველოსთან მიმართებაში დიდი დამსახურება აქვს.

„მაკკეინი ვიცით,  რომ საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ლობისტი და ჩვენი ქვეყნის ძალიან ახლობელია. მის როლი,  თუნდაც 2008 წლის აგრესიის პერიოდში  ყველამ კარგად  ვიცით.  ჯოზეფ ლიბერმანიც ძალიან დამსახურებული პიროვნებაა, ის 2008 წლის აგვისტოში უკვე  საქართველოში იმყოფებოდა და მან განსაზღვრა ის დახმარება, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული, რაც მაშინ საქართველოს სჭირდებოდა.  ასევეა ლინდსი გრემი. ასე რომ,  ამ  პიროვნებებს არათუ შეხება არამედ, ძალიან დიდი დამსახურება აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად,  მათი ვიზიტი არის მხარდაჭერა, რომ  საქართველოში ჩატარდეს სტაბილური,  ნორმალური არჩევნები და რუსეთის მცდელობა რაიმე არეულობა მოახდინოს, მინიმუმამდე დავიდეს“, - განაცხადა ჭყოიძემ.