25 სექტემბერს  სააკაშვილი გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე გამოვა

25 სექტემბერს სააკაშვილი გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე გამოვა

25 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სიტყვით გამოვა.

ყოველწლიური სესია ნიუ-იორკში გაიხსნება, სადაც მსოფლიო ლიდერები მსოფლიოში არსებულ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე, აგრეთვე ეკონომიკურ განვითარებასა და სამოქმედო პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.

მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრებს.