საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა. მისი კანდიდატურა პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეათანხმა. 

მაია მერედოვა 2006 წლიდან "პროკრედიტ ბანკ საქართველოში" მუშაობს. 2010-2012 წლებში იყო "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორი.
2004-2005 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2002-2004 წლებში მუშაობდა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის კონსულტანტად კერძო და საფინანსო სექტორის განვითარების სფეროში.
2000-2002 წლებში მაია მერედოვას დამთავრებული აქვს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრატურა, ხოლო 1997-2000 წლებში დიდი ბრიტანეთის დურჰემის ბიზნეს-სკოლის ბაკალავრიატი.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მაია მერედოვამ გიორგი პერტაია შეცვალა.