აშშ–ის სენატის დელეგაცია დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრება

აშშ–ის სენატის დელეგაცია დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრება

ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით აშშ–ის სენატის დელეგაცია დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრებიან.

 ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლები ისინი უკვე შეხვდნენ მთავრობის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ჯონ მაკკეინი ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნობა.