„ეს შენ გეხება

„ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციები ხელისუფლებისადმი მიმართვას გაავრცელებენ

კამპანიის - „ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციები დღეს, ხელისუფლებისადმი მიმართვას გაავრცელებენ. 

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, მიმართვაში კამპანია "ეს შენ გეხება" “Must carry-ისა და Must Offer-ის პრინციპის გაგრძელებას მოითხოვს. ამასთან, საუბარი შეეხება დაყადაღებული სატელიტური ანტენების თემასაც.

პრესკონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში დღეს, 15:00 საათზე,  გაიმართება.