თემურ ყვითელაშვილი: განსხვავებულ ალბომზე ვმუშაობ

თემურ ყვითელაშვილი: განსხვავებულ ალბომზე ვმუშაობ

მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილი ახალ, განსხვავებულ ალბომზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუსიკოსმა აღნიშნა, ახალი ნამუშევარი წინა ალბომებისგან განსხვავებული იქნება.

"ალბომში შევა როგორც ინსტრუმენტული, ასევე, ვოკალური ნაწარმოებები. უკვე 5 კომპოზიცია ჩავწერე. ალბომში დაახლოებით 12 ნაწარმოები შევა და ეს იქნება ყველაზე გამორჩეული ალბომი ჩემს შემოქმედებაში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ყვითელაშვილმა.

ალბომი "სანოს" სტუდიაში იწერება და მისი პრეზენტაცია ახლო მომავალში იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილისთვის ეს მეშვიდე ალბომია.