რასელ ქროუ კორუმპირებულ მერს განასახიერებს

რასელ ქროუ კორუმპირებულ მერს განასახიერებს

რასელ ქროუ კომპანიონობას გაუწევს მარკ უოლბერგს კრიმინალურ ტრილერში Broken City. 

ფილმის სიუჟეტი ფოკუსირებულია ყოფილი პოლიციელის (უოლბერგი) ირგვლივ, რომელიც კერძო დეტექტივი გახდა. იგი თანხმდება უთვალთვალოს მერის ცოლს, რომელსაც ქალაქისთავი ღალატში ადანაშაულებს. 

უოლბერგის გმირი დაამტკიცებს მეუღლის ორგულობას, მალე კი მას მკვდარს იპოვის და თავად იწყებს გამოძიებას. კვალს მერიამდე მიჰყავს. 

ფილმის დამდგმელია ალენ ჰიუზი,რომლის აქტივშია ისეთი პროექტები, როგორიცაა: ელაის წიგნი, ჯოჯოხეთიდან, მკვდარი პრეზიდენტები. 

პროექტზე მუშაობის ვადები ჯერ არ განსაზღვრულა.