კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი დღეს აუდიტის სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ მან From.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურიდან შესაბამისი შეტყობინება გუშინ ღამით პარტიის ოფისში მიუვიდა. ხიდაშელის აზრით, საკითხი სავარაუდოდ, მის მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს უნდა შეეხებოდეს.
„მოგეხსენებათ მე თბილისში არ ვარ. შესაბამისად შეტყობინება მე ვერ ჩამაბარეს და პარტიის ოფისში დატოვეს. საქმე ალბათ ჩემს მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს ეხება. შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მარტში 10 ათასი ლარი მაქვს გადარიცხული. ეხლა კიდევ დაახლოებით ამავე რაოდენობის თანხა გადავრიცხე. კონკრეტულად ყველაფერს დღეს გავარკვევ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგელაძის უწყებაში ხიდაშელი 15:00 საათისთვის არის დაბარებული, სადაც ის ადვოკატთან ერთად აპირებს მისვლას.