ნიკა რურუა რიკარდო მილიორის პოსტის დატოვებას ურჩევს

ნიკა რურუა რიკარდო მილიორის პოსტის დატოვებას ურჩევს

კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის გამონათქვამს, სადაც ის საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ლენინიზმს უწოდებს, სისულელეს უწოდებს და მილიორის პოსტის დატოვებას ურჩევს.

„გამოთქმა აბსულუტურად უადგილოდ მიმაჩნია! ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები, ეს არის სრული სისულელე! მისი გამომთქმელის მოტივაციას დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ლენინზმი ან კარგად არ იცის რა არის, იმიტომ, რომ ამისი ისტორიული ფაქტები არსებობს. ლენინზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრების უნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსულუტურად არყოფნას, პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას. მას თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოზე, ეს ადამიანი უმჯობესია აღარ იყოს პოსტზე", - განაცხადა რურუამ.

კულტურის მინისტრმა ასევე განცხადა, რომ მტრებში საქართველოს მოქალაქეები არ იგულისხმებიან ხოლმე, მტერში იგულისხმება  იგულისხმება მტრულად განწყობილი ქვეყანა, რუსეთის იმპერია, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს სრულყოფილი იმპერია და შეიძინოს კვლავ დაკარგული კოლონიები, როგორიც საქართველო გახლდათ 270 წელი. „ რუსეთი კი  აქ თავისი მარიონეტების დახმარებით ცდილობს აღადგინოს კონტროლი", - აღნიშნა რურუამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა გუშინ, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება, ლენინიზმს შეადარა.