„ახალი მემარჯვენეები“: ხელისუფლებამ სეტყვისა და მისგან მიყენებული ზარალის აცილება უნდა  უზრუნველყოს

„ახალი მემარჯვენეები“: ხელისუფლებამ სეტყვისა და მისგან მიყენებული ზარალის აცილება უნდა უზრუნველყოს

ახალი მემარჯვენეების“  გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი იმერლიშვილი  ჩუმლაყში  მოსახლეობა შეხვდა. მან  სეტყვით დაზიანებული ოჯახები მოინახულა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

როგორც გიგი იმერლიშვილმა აღნიშნა, მდგომარეობა მძიმეა. მოსახლეობა ჯერ კიდევ სტიქიის შედეგების ლიკვიდციის პროცესშია.

„უკვე მერამდენედ გლეხს შრომა წყალში ეყრება. ჩვენ, „ახალი მემარჯვენები“ გამოვედით ინიციატივით სტიქიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნას მთელს მსოფლიოში აპრობირებული  მეთოდი - სეტყვის საწინააღმდგო რაკეტები, რომლებიც არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს და მით უმეტეს, ადამიანს. თუ რაიმე ზომები არ იქნა მიღებული, წლიდან წლამდე ერთი და იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“,- განაცხადა გიგი იმერიშვილმა.