გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მიუნჰენში საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მიუნჰენში საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მიუნჰენში საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვენ. საკუთარი მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში საქართველოს საკონსულოს უკვე გადასცეს. ქართველ ემიგრანტთა განმარტებით, 1 ოქტომბერი უქმე დღე არ არის, ამიტომ სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის, 1000 კმ-ზე მეტის გავლა ბერლინში ხმის მისაცემად, ფიზიკურად რთული იქნებაა. ისინი საკუთარ მოთხოვნას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განცხადებითაც ამყარებენ. გერმანიის კანონმდებლობა საპატიო საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას, არ კრძალავს.

 „საქმის კურსში ჩავაყენეთ ბუნდესტაგის და ევროპარლამენტის დეპუტატები. ისინი თავისი ინიციატივით დაუკავშირდნენ ბერლინში საქართველოს საკონსულოს, სადაც უპასუხეს, რომ მიუნხენში საარჩევნო უბნის გაუხსნელობის მიზეზი, თანხის უქონლობაა. აქამდე ეს მიზეზი ცნობილი არ ყოფილა“,-აცხადებს ზურაბ კოჭლამაზიშვილი.

ქართველი ემიგრანტები ითხოვენ, რომ გერმანიის ტერიტორიაზე, მათ ორ ადგილას მაინც ჰქონდეთ ხმის მიცემის საშუალება.