ერეკლეს მოედანზე

ერეკლეს მოედანზე "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის გარშემო შემოვლებული ხის ღობე მოხსნილია

ერეკლეს მოედანზე მდებარე კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის გარშემო შემოვლებული ხის ღობე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ მოხსნეს.

კოალიციის პრესსმასახურის ცნობით, მიმდებარე ტერიტორია უკვე დასუფთავებულია.

ისინი აღნიშულ ფაქტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სტუმრობას უკავშირებენ. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ჩვენთან სტუმრობისას ოფისის გარშემო ღობის არსებობის გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დასვამდა. ჩვენი აზრით, ღობის მოხსნა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება", - აცხადებენ პრესსამსახურში. 

ერეკლეს მოედანზე მდებარე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისის გარშემო ხის ღობე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შემოვლებული და კოალიციას მიმდებარე ტერიტორიით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდა.