ნიკოლოზ ლაფერაშვილი სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

ნიკოლოზ ლაფერაშვილი სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

სამართალდამცავებმა კასპში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ნიკოლოზ ლაფერაშვილი დააკავეს. მათი ინფორმაციით, კოალიციის წევრს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

 სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ლაფერაშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა, რის გამოც ჯარიმის ოქმის შედგენა დაიწყეს. ამას კი მათი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრის პოლიციის თანამშრომლების მიმართ აგრესია და შეურაცხყოფა მოჰყვა. 

„ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი კი, ლაფერაშვილის მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის მშვიდად ელოდებოდა ოქმის შედგენას. 
„პოლიციამ, რომელმაც ნიკოლოზ ლაფერაშვილი პროვოკაციაზე ვერ წამოაგო, მას პირდაპირ ხელბორკილები დაადო ისე, რომ ჯარიმის ოქმის შედგენაც არ დაუსრულებია. იგი სამი საათი გადამალული ჰყავდათ“ - აღნიშნა ონოფრიშვილმა. 
ამ დროისთვის ლაფერაშვილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.