შალვა შავგულიძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

შალვა შავგულიძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრა ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტლის და ალ.ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებ ამომრჩევლებთან გაიმართა.

 შეხვედრები დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი პრობლემა, რაც ამ უბნების მოსახლეობას აწუხებს, უმუშევრობ, მძიმე სოციალური ფონი და ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობაა.

 "მთავარია, სამართლიანობა აღდგეს, კანონი ემსახუროს ხალხს და არა ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე მოირგეს კანონმდებლობა,"-მიმართა ამომრჩევლებს შალვა შავგულიძემ. "როდესაც ქყვეყანაში ასეთი უსამართლობაა, შეუძლებელია შემდგომ განვითარებაზე ფიქრი. ამოსავალი წერტილი სამართლიანობის დამყარებაა და შემდეგ ყველა პრობლემა თანმიმდევრულად მოგვარდება,"-განაცხადა შალვა შავგულიძემ.