ზურაბ აბაშიძე აფრიკის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

ზურაბ აბაშიძე აფრიკის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  დღეს ის აფრიკაში, ქიზიყის ქუჩაზე, დევნილებს შეხვდა. 

 მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილებს "ქართული ოცნების" ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო. მათი პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.

"სამწუხაროა, რომ მთავრობას და "ნაციონალურ მოძრაობას" დევნილები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ", - განაცხადა აბაშიძემ და დევნილებს მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში სრული დახმარება აღუთქვა. 

დასასრულს შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატსა და  დევნილებს შორის დიალოგის რეჟიმში გადავიდა. ზურაბ აბაშიძემ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.