"ახალი მემარჯვენეების" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მიქელაძე მოსახლეობას შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მიქელაძე ე.წ. "სტეფანოვკას" დასახლებაში ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

ჯუმბერ მიქელაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ "ახალი მემარჯვენეების" პროგრამა წარუდგინა.

"წყალი გრაფიკით, გაზის შემოყვანასთან დაკავშირებული  პრობლემები, გზა , პროდუქტების სიძვირე, უმუშევრობა - ეს ის პრობლემებია, რომელზეც მოსახლეობა გვესაუბრება. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მოსახლეობა მიტოვებულად გრძნობს თავს და ამბობს, რომ მათი პრობლემებით არც ბათუმის საკრებულო დაინტერესებულა და არც აჭარის უმაღლესი საბჭო". განაცხადა ჯუმბერ მიქელაძემ.