სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამომრჩეველს უფასო დისკოთეკებს სთავაზობს

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამომრჩეველს უფასო დისკოთეკებს სთავაზობს

პრეზიდენტის მიერ  ანაკლიაში დისკოთეკების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ზესტაფონსა და გორში ახალგაზრდებს უფასო დისკოთეკები  შესთავაზა.

დისკოთეკაზე ახალგაზრდების ნაკლებობა იყო, თუმცა ელექტრონულ მუსიკაზე უფროსები კარგად გაერთნენ. გორელები გვიან ღამით სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ ერთობოდნენ, კარგად გაერთო მაყურებელი ზესტაფონშიც.

ადგილობრივი გამგეობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ამ დისკოთეკების ორგანიზატორები, არც სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტროში ამბობენ,  ვინ დააფინანსა ან რა თანხა გამოიყო ამ ღონისძიების დასაფინანსებლად. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ღონისძიებები ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციისთვის კეთდება.

„ლადო ვარძელაშვილი აქ რა შუაშია.  ეს არის ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციისთვის გაკეთებული პროექტები“,-აცხადებენ სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროში.