ჯასტინ ბიბერი „სიმპსონების“ ეპიზოდში(VIDEO)

ჯასტინ ბიბერი „სიმპსონების“ ეპიზოდში(VIDEO)

ჯასტინ ბიბერმა „სიმპსონები“ ერთ-ერთი ეპიზოდი გახმოვანა და ამის შესახებ  გულშემატკივრებს, საკუთარ მიკრობლოგზე უამბო.  „სიმპსონების“ წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად მალევე დაადასტურა.

ცნობილი ამერიკული მულტსერიალის ეპიზოდს, რომელსაც ჯასტინი ახმოვანებს The Fabulous Faker Boy -ჰქვია. სიუჟეტის მიხედვით ჯასტინის გმირი ცდილობს „ტალანტშოუს“ კონკურსზე მოხვედრას.

როდის იქნება ნაჩვენები ეს ეპიზოდი ჯერჯერობით უცნობია. მულტსერიალის ახალი სეზონი ეთერში სექტებრიდან გავა.

მულტიპლიკაციურ სერიალში „სიმპსონები“ ხშირად იწვევენ ცნობილ ადამიანებს. ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი, რომელიც მულტსერიალში გამოჩნდა პოპშემსრულებელი ლედი გაგა იყო.