Forbes-მა ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან  პოლიტიკოსად დაასახელა

Forbes-მა ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გერმანიის კანცლერი ყველაზე გავლენიან ქლბატონად დაასახელა. გამოცემა მას „რკინის ლედის“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის ეკონომიკური კრიზისის მოგვარებაში, არცთუ უკანასკნელ როლს თამაშობს.

„მერკელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროზონა იმ ფარგლებში შენარჩუნდეს, როგორშიც ის ახლაა, აგრეთვე მაქსიმალურად ცდილობს გადაწყვიტოს  ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის ფინანსური პრობლემები“,-წერს გამოცემა.  Forbes-ი გარეთვე საუბრობს მერკელიც მნიშვნელოვან როლზე ეკოლოგიაში.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტზე 2005 წლიდან არის დანიშნული.  მას მოსახლოების დაახლოებით 70%-ი უჭერს მხარს. მერკელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი ისევ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას 2013 წელსაც.