ჩხარტიშვილი და ხაბარელი უგულავას და მერიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

ჩხარტიშვილი და ხაბარელი უგულავას და მერიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

კოალიცია „ ქართული ოცნების“ წევრები ლაშა ჩხარტიშვილი და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი  შოთა ხაბარელი გიგი უგულავასა და მერიის სხვა წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ჩხარტიშვილის განცხადებით, 12 მაისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კრწანისის რაიონში დატბორილი სახლების შეკეთების პროცესი, ჯერაც არ არის დასრულებული, თუმცა მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა და მერიამ მათთვის ვერ მოიცალა.

მერიის წარმომადგენლის თემურ გრიგალაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესი 15 სექტემბერს დასრულდება.