ფოთში ეკა ბესელიას მხარდამჭერი დარბაზის პრეზენტაცია შედგა

ფოთში ეკა ბესელიას მხარდამჭერი დარბაზის პრეზენტაცია შედგა

ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას მხარდამჭერი დარბაზის პრეზენტაცია შედგა. ფოთის ინტელიგენცია კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებს.  მხარდამჭერთა საზოგადოების წარმომადგენლები ხალხს დარბაზში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ფოთის სამხატვრო გალერიის დირექტორის გოგი გაგუას განცხადებით, ის ყოველთვის იქ დგას, რისიც სწამს.

„მთელი ცხოვრება  რისიც მწამდა იქ ვიდექი. გეტყვით, რომ 2003 წელს, დღევანდელ პრეზიდენტს   მხარში ვედექი  და ჩემს უბანში  შტაბის უფროსი ვიყავი. მეგონა,  რომ მართლაც,  რაღაც გარკვეული პროცენტით დაპირებები შესრულდებოდა, მაგრამ  არ გაამართლა“, - განაცხადა გაგუამ.

ფოთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, ეს მხარდაჭერა მისთვის და ზოგადად, კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის, რომ ფოთის მხარდაჭერთა დარბაზის საინიციატივო ჯგუფი დღეს შეიკრიბა და ის რომ ფოთელები,  განსაკუთრებული საპატივცემულო ადამიანები და საზოგადოების მხრიდან  დაფასებულები მზად არიან მხარდაჭერა გამოუხაცონ „ქართულ ოცნებას“,  მის ლიდერს და მხარდაჭერა გამომიცხადონ მე, როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ფოთში და მზად არის თითოეული ეს ადამინი სამშობლოსთვის, ფოთისთვის, ჩვენი ხალხის უკეთესი მომავალისთვის ყველაფერი გააკეთოს,  ეს ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და მათი თანადგომა მნიშვნელოვანია.  ჩვენ, ყველამ უნდა შევძლოთ ის,  რომ უკეთესი გავხადოთ ცხოვრება და ფოთი,  ეს ისტორიული ქალაქი  ფეხზე დავაყენოთ“, - განაცხადა ბესელიამ.