Pussy Riot-ის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში (VIDEO)

Pussy Riot-ის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში (VIDEO)

დღეს, ბათუმის ბულვარში Pussy Riot-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდების ჯგუფმა მათ მხარდასაჭერად „Free Pussy Riot“-ის წარწერიანი ფრანები გაუშვეს. აქციაზე დარიგდა, ფერადი ფლაერები, Pussy Riot-ის შესახებ მოკლე ინფორმაციით.

როგორც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით პანკ-ჯგუფის წევრების მიმართ თანადგომას გამოხატავენ.

შეგახსენებთ, პანკ-ჯუფის Pussy Riot-ის წევრებმა მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობელს რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის განდევნა შეავედრეს, რის გამოც რუსეთის სასამართლომ ანტიპუტინისტური Pussy Riot-ის წევრებს რელიგიურ სიძულვილზე დამყარებული ხულიგნობის ბრალდებით, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქცია სოციალური ქსელის საშუალებით იყო ორგანიზებული. სოლიდარობას დაპატიმრებული გოგონებს მსოფლიოს არაერთ ქალაქში, სხვადასხვა მშვდიობიანი და საპროტესტო აქციებით უცხადებენ.