შსს-მ  GNS - ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი - ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე განცხადება გაავრცელა

შსს-მ GNS - ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი - ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე განცხადება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდია GNS - ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

შსს - ს განცხადებით, სტუდია GNS-ის ჟურნალისტის ვასილ დაბრუნდაშვილისა და ოპერატორის ბაჩო ბულისკერიას ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„22 აგვისტოს 21:30 საათზე ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. ამავდროულად პოლიციას საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა.  ყაჩმაზაშვილის და ჭიჭიაშვილის  განცხადებით, მათ სტუდია GNS-ის  ჟურნალისტი ბაჩანა ბულისკერია და ოპერატორი ვასილ დაბრუნდაშვილი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ. მათი თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს ტერიტორია რასაც მოყვა შელაპარაკება და ჩხუბი. სამედიცინო დათვალიერების შემდეგ პოლიციას ასევე მიმართა სტუდია GNS -ის გადამღებმა ჯგუფმა და მათ განაცხადეს, რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს.

 სტუდია GNS -ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებითი ეცნობება“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.