ვიქტორ დოლიძე აღმაშენებლის #52-ში, ავარიული შენობის მაცხოვრებლებს შეხვდა

ვიქტორ დოლიძე აღმაშენებლის #52-ში, ავარიული შენობის მაცხოვრებლებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვიქტორ დოლიძე აღმაშენებლის #52-ში, ავარიული შენობის მაცხოვრებლებს შეხვდა. ის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნო.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს "ქართული ოცნების" განათლების,  ჯანდაცვის, უმუშევრობის გადაჭრის პროგრამები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება კი კოალიციის ანკინარკოტიკულ გეგმაზე გაამახვილა, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, აღმაშენებლის რეაბილიტაცია რიგით მოქალაქეებს თავის თავზე არ უგრძვნიათ.

„აღმაშენებლის რეაბილიტაცია, რითაც ხელისუფლება ამაყობს, რიგით მოქალაქეებს თავის თავზე არ უგრძვნიათ. ფასადებს მიღმა ხალხი ასეთ დაზიანებულ სახლებში ცხოვრობს. ჩუღურეთელი ახალგაზრდების მთავარი პრობლემა დღემდე პრობაციონერობა და უმუშევრობაა. დროა, უსამართლო რეჟიმი დამთავრდეს, ეს ოქტომბერში ყველამ ერთად უნდა შევძლოთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.