თბილისის ზოგიერთი უბანი, დღეს, წყალს შეზღუდვით მიიღებს

თბილისის ზოგიერთი უბანი, დღეს, წყალს შეზღუდვით მიიღებს

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებით, დაზიანებულია მაგისტრალური წყალდენის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთი, რის გამოც 23 აგვისტოს, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. ამ მიზნით, 23 აგვისტოს 11:00 საათიდან 24 აგვისტოს 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

 სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს დასახლებებს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“

 დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს.

 დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება დაბალი წნევით მოხდება: ვეძისის დასახლებაში, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილში.

 საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დღეს დილიდან შეუდგებიან.

 ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.