ბრედ პიტი თურქულ სერიალში ითამაშებს? (VIDEO)

ბრედ პიტი თურქულ სერიალში ითამაშებს? (VIDEO)

თურქული სერიალი „დიდებული საუკუნე“ , რომელიც  დიდი წარმატებით სარგებლობს არა, მხოლოდ თურქეთში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, შესაძლოა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ თურქულ პროექტად იქცეს.

საქმე იმაშია, რომ ფილმის შემქმნელებმა, სერიალში არც მეტი, არც ნაკლები ჰოლივუდის ყველაზე მოთხოვნადი  მსახიობი, სუპერპოპულარული  ბრედ პიტი მიიწვიეს.

მართალია, ეს სიტუაცია ახლა კურიოზივით ჟღერს, მაგრამ შეიძლება ჭეშმარიტებაც აღმოჩნდეს. წარმატებული თურქული კოსტუმირებული სერიალი „დიდებული საუკუნე“, ცნობილ სულთან სულეიმანზეა. ამ დრომდე თურქული ბომონდი ამ ფაქტზე, მხოლოდ ჭორის დონეზე საუბრობდა.

ფილმის რეჟისორმა ტიმურ სავაჟიმ ეს  სენსაციური ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ ბრედ პიტს „დიდებული საუკუნის“ ერთ სერიაში მონაწილეობისთვის, ჰონორარის სახით მილიონი დოლარი შესთავაზეს. მსახიობი სულეიმანის მტრის როლს ითამაშებს, კონკრეტულად რომელს ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

ეს ყველაფერი  იუმორისმომგვრელი კი ჩანს, მაგრამ სერიალის შემქმნელებისთვის იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ მსახიობს შეთავაზებაზე უარი არ განუცხადებია, მისი აგენტის თქმით, - „პიტი ფიქრობს!"