ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურორი არაა, თუ რამეს ვარღვევთ, გვითხრას პროკურორმა

ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურორი არაა, თუ რამეს ვარღვევთ, გვითხრას პროკურორმა

საქართველოს მთავრობა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ცილისწამების კამპანია შეწყვიტოს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, იგი კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომელიც კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან არც „ქართული ოცნების“ და არც მასთან დაკავშირებული  არცერთი პარტიის ანგარიში გაყინული არ არის. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადება უაზრო, უსინდისო და იურიდიულად გაუმართავი პროპაგანდა მათი მხრიდან.

„ხელისუფლებას შეუძლია კიდევ ილაპარაკოს ბევრი, მას სურს რომ საერთოდ ხმა არ ამოვიღოთ. რაც შეეხება „ცილისწამებას“ და იურიდიული ტერმინებით ოპონირებას, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მეტოქეების გარეშე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს მისი საქმეა და მოიფიქრებენ რაიმე ჭკვიანურს. ეს არის უაზრო, უსინდისო და იურიდიულად გაუმართავი პროპაგანდა მათი მხრიდან..

რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ მთელი კამპანიის განმავლობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები  უგულებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს და ამას არც საჯაროდ მალავდნენ, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არ იცის რას გულისხმობენ ისინი ამ განცხადებისას. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურორი არაა, თუ რამეს ვარღვევთ გვითხრას პროკურორმა. არაფერი ჩვენთვის არ უპატიებიათ და რატომ ერიდება ხელისუფლება საუბარს იმაზე,თუ ვარღვევთ რაიმეს? „ნაციონალური მოძრაობა“ იქით არღვეევს კანონს. ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და არჩევნებზეც ვაპირებთ მისვლას“,- აცხადებს ბერძენიშვილი.