ბაშარ ასადის ხელისუფლება აჯანყებულებთან მოლაპარაკებაზე თანახმაა

ბაშარ ასადის ხელისუფლება აჯანყებულებთან მოლაპარაკებაზე თანახმაა

Euronews-ის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, აჯანყებულებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

სირიის ვიცე-პრემიერის კადრი ჯამილის განცხადებით, საუბარი პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას შეეხება, დანარჩენი პირობების მიღებას კი ისინი არ აპირებენ.

„აჯანყებულთა მხრიდან დიალოგის დაწყება პირობების წაყენებით იმას ნიშნავს, რომ დიალოგის დაწყება შეუძლებელია. პრეზიდენტის გადადგომა კი ჩვენ შეიძლება განვიხილოთ“,-განაცხადა ჯამილმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯამილმა ასევე განცხადა, რომ ნებისმიერი საგარეო ჩარევა ომის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლას ნიშნავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტმა სერგეი ლავროვმა თავის მხრივ აღნშნა, რომ გარედან სამხედრო მოქმედებების დაწყება დაუშვებელია, რუსეთი და პეკინი კი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევას არ დაუშვებენ. 

ამავე დროს კი საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერთა განცხადებით, მათ საფრანგეთის პრეზიდენტთან ხელისუფლების გადაცემის თაობაზე ისაუბრეს.