„ქართული ოცნება“ მთავრობის განცხადებაში ევროსაბჭოს ასამბლეის კოალიციის ლობისტად მოხსენიებას, შემაშფოთებელს უწოდებს

„ქართული ოცნება“ მთავრობის განცხადებაში ევროსაბჭოს ასამბლეის კოალიციის ლობისტად მოხსენიებას, შემაშფოთებელს უწოდებს

„მთავრობის განცხადება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების“ ლობისტად არის მოხსენებული შემაშფოთებელია“, - ეს განცხადება კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გააპროტესტებს და გააკრიტიკებს მთავრობის აღნიშნულ განცხადებას. 

 „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს შესახებ - დანიელმა დეპუტატმა მიკაელ აასტრუპ იენსენმა და ლატვიელმა დეპუტატმა ბორის ცილევიჩსმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

საქართველოს მთავრობა კი, საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები. არცერთი პარტიის ანგარიში არ არის გაყინული". 

"ქართულმა ოცნებამ", საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის, შექმნა უკანონო სქემები. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაერთხელ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლოებმა დააჯარიმეს "ქართული ოცნება" და მისი კოალიციური პარტნიორები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის აშკარა დარღვევისთვის", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.