„თავისუფალი საქართველოს

„თავისუფალი საქართველოს" სახელით დიდუბეში კენჭს დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საარჩევნო სუბიექტის "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს"  სახელით კენჭს დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

მისი ინფორმაციით, ის "თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში იქნება წარმოდგენილი. 

როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, ის „თავისუფალ საქართველოს", როგორც საარჩევნო სუბიექტს უერთდება, თუმცა უპარტიოდ რჩება. მისი თქმით, ის კახა კუკავასთან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლის კუთხით აქტიურად დიდი ხანია თანამშრომლობს.

„ეს თანამშრომლობა პოლიტიკურ პატნიორობაში გადაიზარდა. ვფიქრობ, "თავისუფალი საქართველო" "ქართულ ოცნებასთან" ერთად რეალურ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს და იმედი მაქვს, რომ ორივე გაერთიანება შეძლებს პარტიორობას ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმოების თვალსაზრისით", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.