ანჯელინა ჯოლის ოთხი წლის გოგონას დედასთან ერთად ზღაპარში იღებენ(VIDEO)

ანჯელინა ჯოლის ოთხი წლის გოგონას დედასთან ერთად ზღაპარში იღებენ(VIDEO)

ბევრს აინტერესებს, ჰოლივუდის ვარსკვლავურ წყვილს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რატომ არ უჩნდებათ  სურვილი,  მათი შესანიშნავი შვილები კინოინდუსტრიაში წარმოაჩინონ? ერთადერთი, როლი, რომელიც ჯოლის პატარა ქალიშვილმა შაილომ მამასთან ერთად შეასრულა, იყო დევიდ ფიშერის ფილმში „ბენჯამინ ბატონის იდუმალი ისტორია“. ამჯერად „მისის და მსიტერ სმიტებს“ დღის სინათლეზე უმცროსი ქალიშვილი, ვივიენი გამოჰყავთ.

ანჯელინა ჯოლი აქტიურადაა ჩართული „მძინარე მზეთუნახავის“ ეკრანიზაციაში - „მალეფისენტი“ . ფილმის გადაღებები ინგლისში მიმდინარეობს. ეკრანებზე ის,  2013 წლის ზაფხულში გამოვა. ფილმი ძალიან ორიგინალურადაა გადაწყვეტილი, მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს მთავარ გმირად აქციონ არა პრინცესა,  არამედ ბოროტი დედოფალი.  სწორედ ამ როლს ასრულებს ანჯელინა, პატარა ვივიენი კი, პრინცესა ავრორას, ჯოლის პერსონაჟის შვილს ითამაშებს.

მსახიობი დარწმუნებულია, რომ მისი უმცროსი გოგონა, შესანიშნავად გაართმევს თავს ავრორას როლს, უფრო მეტიც,  ამბობენ, რომ მსახიობმა ფილმის შემქმნელებს ამ როლზე ვივიენი თავადვე შესთავაზა.