მანანა ბერიკაშვილი სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობას  შეხვდა

მანანა ბერიკაშვილი სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობას ნინელი ჭანკვეტაძესთან და ზურაბ ტყემალაძესთან ერთად ეწვია.

 კოალიციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები გააცნეს.

 შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სტიქიისგან დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხიც იყო. 

„უნდა შევადაროთ ბოლო რვა წლის განმავლობაში რა გააკეთა ხელისუფლებამ და რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის. ამის შემდეგ კი მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე,“ - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.