სამეფო ოჯახის ფოტოგრაფი სემ ჰუსეინი ჰერცოგინია ქეით მილდტონის ფოტოგენურობის საიდუმლოებებზე საუბრობს: „ის ყოველთვის იღიმება, ბუნებრივი ღიმილი აქვს. ძალაინ ლამაზია და ყოველთვის იცის თავი როგორ წარმოაჩინოს, ობიექტივის წინ შესანიშნავად პოზირებს. მისთვის ათასობით ფოტო მაქვს გადაღებული, თითქმის ყველა ფორმაში და ყველა რაკურსით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის ცუდად, არც ერთ ფოტოზე არ გამოიყურება“.
სემ ჰუსეინმა სამეფო ოჯახის ფოტოგრაფად მუშაობა 2006 წელს დაიწყო. მისი გადაღებულია, ქეითისა და უილიამის ქორწილის ცნობილი კადრები.
ფოტოგრაფი ამბობს, რომ ახალგაზრდები ერთად ძალიან მხიარულები და ბედნიერები არიან. ჰუსეინი მიჰყვებოდა მათ კანადაში მოგზაურობის დროს, რათა მათი ოჯახური იდილია ფირზე აღებეჭდა. „ნათელია, რომ მათ უზომოდ უყვართ ერთმანეთი. თაფლობისთვე კანადაში ქორწილის შემდეგ მალევე დაიწყო. მათ ძალიან მოსწონთ დროის ერთად გატარება და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა. ისინი ყოველვის იღიმიან, თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს, რაც ვფიქრობ, გულწრფელი და დიდი გრძნობის თამამი გამოხატულებაა.“