საქართველოს პრეზიდენტი ურეკს ესტუმრა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად, ახალი ბულვარი დაათვალიერა.
სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს გაესაუბრა და მათ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
პრეზიდენტი ხალხს დაპირდა, რომ მომავალ წელს ურეკი უფრო მეტად განვითარდება. მისი თქმით, სამომავალოდ ურეკის ბულვარი კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ურეკის მთავარი პრობლემა იყო საშინელი წყალკანალიზაცია, უგზოობა, გაუნათებლობა და მოუწყობლობა. ფაქტობრივად, სრულიად ველური სიტუაცია იყო. ახლა გურიას გაუჩნდა მაგარი ბახმარო, ურეკი კი, წელს და მომავალ წელს წარმოუდგენლად კარგი გახდება. ყველაფერი გაქვთ უკვე - აეროპორტი, მთის და ზღვის კურორტები“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რეგიონის კეთილმოწყობა ახალი ბიზნესის განვითარებას და ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელს.