სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი გაზეთ „სამხრეთ ოსეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩვენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი თავის მომავალს თვითონ აირჩევს.
„ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მეზობელი სახელმწიფოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს. საპარლამენტო, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის პირადი საქმეა. თუმცა, უახლეს ისტორიაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება სახელმწიფო სათავეში გადატრიალებისა და რევოლუციების გზით მოდიოდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი თავის მომავალს თვითონ აირჩევს“,-აცხადებს დეფაქტო მინისტრი.
დავით სანაკოევის განმარტებით, მას იმედი აქვს, ხალხის, რომელიც ხელისუფლებაში მოვა ერთადერთ რეალურ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში მოვლენ, ადეკვატურად შეაფასებენ არსებულ სიტუაციას რომელიც რეალობაა და ახალი რეგიონალურ პოლიტიკურ კონფიგურაციას. ისინი მიიღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას-აღიარონ ოსი ხალხის გენოციდი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სამხედრო რიტორიკაზე უარი თქვან.
ამით მოიგებს საქართველოც, სამხრეთ ოსეთიც და საერთაშორისო საზოგადოებაც. დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელწიფოა და მას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს“,-აცხადებს სანაკოევი.