„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ვარკეთილის მე-3 მასივის ზემო პლატოზე იმყოფებოდა,სადაც I ჯგუფის, 64 წლის მარტოხელა ინვალიდი - დავით შარვაშიძე მოინახულა.
კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარვაშიძე, რომელიც პროფესიით ბიოფიზიკოსი ბრძანდება,20 წლის განმავლობაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ახლა კი, მოკლებულია ყოველგვარ სახელმწიფო დახმარებას და 2 წელია ინვალიდებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი დახმარებაც მოუხსნეს, რის მიზეზადაც თავად, საკუთარ ოპოზიციურ შეხედულებებს ასახელებს.
ზურაბ აბაშიძემ დავით შარვაშიძეს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო, მისი პრობლემები მოისმინა და ამ პრობლემების მოგვარების შესახებ ესაუბრა,რასაც ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირება წარმოადგენდა.