„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია 29  სექტემბერს  მანიფესტაციით დასრულდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია 29 სექტემბერს მანიფესტაციით დასრულდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 29 სექტემბერს, თბილისში აქციით დაასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

„არჩევნები 1-ელ ოქტომბერსაა, შესაბამისად, 30 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველანაირი ქმედება იკრძალება, ამიტომ, გადავწყვიტეთ, 29 სექტემბერს საარჩევნო კამპანია თბილისის აქციით დავხუროთ“ - განაცხადა პრესსპიკერმა. 

ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ თბილისის მერიაში 29 სექტემბერს 02.00 საათიდან 23.00 საათამდე, მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე განცხადება დღეს შეიტანა. 

 

კოალიციაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც 27 მაისს იყო.