ლაშა ტუღუში: მთავარია, ეთერში გაფილტრული შეკითხვების დასმა არ მოხდეს

ლაშა ტუღუში: მთავარია, ეთერში გაფილტრული შეკითხვების დასმა არ მოხდეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტელეხიდის მეშვეობით მოსახლეობის, მათ შორის რეგიონების მოსახლეობის შეკიხთვებს უპასუხებს. კოალიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტელეხიდები კვირაში ერთხელ გაიმართება.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი დადებითად აფასებს  კოალიციის ლიდერის გადაწყვეტილებას და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ დროს მთავარია ეთერში გაფილტრული კითხვები არ წავიდეს.

„გადაწყვეტილება ძალიან კარგია. ეს კარგი პრეცენდენტია ქართულ მედიასივრცეში-პირდაპირი ეთერის საშუალებით მოსახლეობისთვის პასუხების გაცემა, თანაც თუ რეგიონებსაც გავითვალისწინებთ. აქციაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდის, მოსახლეობასთან შეხვედრების დროსაც ხდება ლიდერებისთვის შეკითხვების დასმა, თუმცა, ბუნებრივია ყველას არ აქვს საშუალება ამ კითხვების დასმის.

მთავარია, რომ ეთერში გაფილტრული შეკითხვების დასმა არ მოხდეს. თუმცა, რამდენადაც მე მაქვს საშუალება მივადევნო თვალი ბიძინა ივანიშვილს, ის არასდროს გაურბის პირდაპირ დასმულ შეკითხვებზე, მათ შორის ოპონენტების დასმულ შეკითხვებზე  პასუხის გაცემას“,-აცხადებს ტუღუში.