კასპაროვს პოლიციელის კბენისთვის ციხე ემუქრება

კასპაროვს პოლიციელის კბენისთვის ციხე ემუქრება

სამოქალაქო გაერთიანებული ფრონტის ლიდერი გარი კასპაროვი, პოლიციელზე გამოყენებული ძალადობისთვის, შეიძლება გაასამართლონ. ხამოვნიჩესკის სასამართლოს წინ , სადაც Pussy Riot-ის სასამართლო პროცესი  მიმდინარეობდა, სამართალდამცავები აქციის დაშლას შეეცადნენ.

გარი კასპაროვმა, რომელიც აქციიდან მის გაყვანას ძალით ცდილობდა, ხელზე უკბინა. მის წინააღმდეგ, სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის კოდექსის 318 მუხლით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეთა სკამზე კიდევ ერთი მისი თანამებრძოლი აღმოჩნდება, რომელმაც პოლიციელის წინააღმდეგ გაზის ბალონი გამოიყენა. 

სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე სულ, 97 კაცი დააპატიმრეს.