ზვიად ძიძიგური:  ხვალ პროცესების მშვიდობიან განვითარებას ველოდები

ზვიად ძიძიგური: ხვალ პროცესების მშვიდობიან განვითარებას ველოდები

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური კოალიციის ხვალინდელ აქციაზე რაიმე ექსცესებს არ ელოდება და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროცესები მშვიდობიანად განვითარდება.

ძიძიგურის განცხადებით, ისინი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ მანიფესტაციებისა და შეკრებების ჩატარების შესახებ, ამიტომ მათ ნებართვა არც სჭირდებათ. 

„ჩვენ არანაირი ნებართვა არ გვჭირდება მერიისგან და თვითმართველობის ორგანოებისგან. კანონმდებლობის მიხედვით გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება, რომ წინასწარ გავაფრთხილოთ თვითმართველობის ორგანოები მანიფესტაციებისა და შეკრებების  შესახებ, თუ მოძრაობა იკეტება. ჩვენ აქცია ჟიული შარტავას მოედანზე ვაპირებთ, ამიტომ ბუნებრივია მოძრაობა ჩაიკეტება და ამის საქმის კურსში ჩავაყენეთ მერია“,-აღნიშნავს ძიძიგური.

ძიძიგურის განცხადებით, რუსთავის საორგანიზაციო შტაბი ხვალ თვითონ გაუკეთებს ორგანიზებას აქციას და  თუ მერიის  სამსახური საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაში მიეხმარება,კოალიციის საორგანიზაციო შტაბის წევრები უარს ნამდვილად არ იტყვიან.

„ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი დილიდან ყველაფერს გააკეთებს, 3 საათიდან მოძრაობის დარეგულირებას ვიწყებთ, ხოლო საღამოს ჩვენ თვითონ დავასუფთავებთ მოედანს აქციის შემდეგ. ხვალ ყველა  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია გვყავს გაფრთხილებული და ისინი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას ვიყენებთ კონსტიტუციურს მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, თანაც წინასაარჩევნო პერიოდია თუ რაიმე განცხადებას გააკეთებს თვითმმართველობის ორგანო, ეს მათი კომპეტენციაა. მერიას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს, თანაც ამ თემაზე.

რაც შეეხება მერიის შესაბამის სამსახურს, ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის, თუ საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაში მოგვეხმარებიან, უარს ნამდვილად არ ვიტყვით და მადლობელიც დავრჩებით“,-აცხადებს ძიძიგური.