პირველი ქალი პლანეტაზე, რომელიც დარდანელის სრუტეს ხელფეხშეკრული გადაცურავს

პირველი ქალი პლანეტაზე, რომელიც დარდანელის სრუტეს ხელფეხშეკრული გადაცურავს

17 წლის ქართველი მოცურავე ანა ლომინაძე პირველი ქალია პლანეტაზე, რომელიც შეეცდება ცურვის სამხედრო-საწვრთნელ „კოლხურ-ლაზურ“ სტილში, ხელფეხშეკრული, 1.30 საათში დარდანელი სრუტის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის გადაცურვას. ამ შედეგით, ის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდება.

ლომინაძე არის სპორტული კლუბი „ლაგუნა ვერეს“ წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, საქართველოს ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი „ლაზურით“ (თავისუფალი კოლხურით) და „ხელფეხშეკრული კოლხურით“ ცურვაში. ლომინაძის მწვრთნელია ჰენრი კუპრაშვილი, სპორტსმენი ამ ასპარეზობას, სწორედ მის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს უძღვნის.

ასპარეზობა 30 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის განცხადებით, სპორტსმენს შესაბამისი გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა.

„AVANTE“ ჰოსპიტალების მართვის ჯგუფის ინიციატივით, ლომინაძეს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში, კი ჯგუფი მოცურავის სამედიცინო შემოწმებაზე ისევ იზრუნებს"- ნათქვამია  საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის განცხადებაში.