არჩილ კბილაშვილი: კანონის ამ უსამართლო ნორმასაც უნდა დავემორჩილოთ

არჩილ კბილაშვილი: კანონის ამ უსამართლო ნორმასაც უნდა დავემორჩილოთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ შემოწირული თანხების ლიმიტი ამოეწურა, უკანონოს უწოდებს. არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ ციფრები უნდა გადამოწმდეს, თუმცა კოალიციას მოუწევს კანონის ამ უსამართლო ნორმასაც დაემორჩილოს. 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამბობს, რომ 623,858,75 ლარი არის ჯამი ივანიშვილის მიერ დაფინანსებული იურიდიული პირების თანამშრომლებისაგან განხორციელებული შემოწირულობებისა. თავად ეს ფაქტი გადასამოწმებელია. თუ მართლაც საჭირო იქნება თანხის უკან გადარიცხვა, კოალიცია ამას გააკეთებს აუდიტის მიერ მითითებულ 5 დღის ვადაში. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რამდენ ხანში მოხდება გადამოწმება. რაც შეეხება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის ნორმას, რომლის მიხედვითაც აუდიტის სამსახური აღნიშნულ მოთხოვნას აყენებს, ჩემი აზრით, უსამართლოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ამ უსამართლო კანონის ნორმასაც“, - აცხადებს კბილაშვილი.